













ტრედლიფტინგის თეორიული და პრაქტიკული სწავლება
27 თებერვალს, კომპანია Beauty Secrets-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრედლიფტინგის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელზეც განხილული იყო მეზოძაფების კლასიფიკაცია და მათი პრაქტიკული გამოყენება სახის სხვადასხვა ზონებში, პროცედურის შემდგომი გართულებები და მათი სწრაფად აღმოფხვრის გზები
სემინარს უძღვებოდა ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი ლელა ყურაშვილი.
თეორიული ნაწილის შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული კურსი, სადაც წარმოდგენილი იყო ტრედლიფტინგის თანამედროვე მეთოდები!