Beauty Secrets Georgia-ს სემინარი ბათუმში

10-11 ივნისს, ბათუმში ჩატარდა სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ყველასათვის საყვარელი ექიმი, თავისი საქმის პროფესიონალი, დერმატო-კოსმეტოლოგი ლელა ყურაშვილი.

სემინარზე ჩატარდა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კურსი, სადაც განხილული თემები იყო: ბოტულინოთერაპია ჰიპერჰიდროზის მკურნალობაში, მეზოძაფების გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში და Neauvia, როგორც განსაკუთრებული ფორმულის მქონე მეორე თაობის ფილერი.